გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით. მუციპალიტეტში 250-ზე მეტი ძეგლია, მათი დიდ ნაწილი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა არის ძეგლები რომლებსაც სტატუსი არ აქვთ და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.
პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბი. პროექტის ფარგლებში მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია და კატალოგიზაცია