ხელოვნების სახლი / Art House-ში გაიმართა პროექტ ციფრული წარსულის შემაჯამებელი ღონისძიება - გამოფენა, კატალოგის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის 250 მეტი უძრავი ძეგლის ფოტოფიქსაცია შევძელით.
მოვამზადეთ და გამოვეცით კატალოგი, რომელშიც შესულია 80-მდე ძეგლის ფოტო.
ასევე, შეიქმნა ერთიანი ბაზა რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ასევე 20-მდე გამორჩეული ძეგლის ვირტუალური დათვალიერების მოდული რომელის ნახვის საშუალებაც შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე.
გამოფენა გრძელდება დეკემბრის ბოლომდე და შეგიძლიათ გვესტუმროთ ყოველ დღე 13:00 - 19:00-საათამდე