პროექტ “Art House 2022"-ს პრეზენტაცია

დღეს ხელოვნების სახლი / Art House-ში გაიმართა პროექტ “Art House 2022"-ს პრეზენტაცია.
 

საზოგადოების წარმომდგენლებს გავაცანით გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრიტ არტების შექმნა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე. 4 გამოფენის მოწყობა ხელოვნების სახლში, რომელებიც კონკურსის წესით შეირჩევა, ფოტოგრაფიის შემსწავლელი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (გორის მუნიციპალიტეტი) კატალოგის და ონლაინ პლატფორმის შექმნა.