გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

პროექტის გუნდი

ჩვენ ვართ მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია

„გორელ ფოტოგრაფთა კლუბი“ არის ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მთავარი მიზანიც არის გორში ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია ქალაქ გორში, საინიციატივო ჯგუფის მიერ 2013 წელს დაფუძნდა და საკუთარი მიზნების მისაღწევად, დაფუძნების დღიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებს.

 

კლუბის  საქმიანობის  მიზნებია :

  • ფოტოგრაფიის მოყვარულთა გაერთიანება;
  • ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია;
  • ქალაქ გორში  სამოყვარულო  და  პროფესიონალური  ფოტოგრაფიის  განვითარების ხელშეწყობა;
  • ფოტოგრაფიის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით პერიოდიკის გამოცემა;
  • ხელოვნების სხვა დარგების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობ;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა

 გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მისია

ქალაქ გორში სამოყვარულო და პროფესიონალური ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა ფოტოგრაფიის პოპულარიზაციის და ფოტოგრაფიის მოყვარულთა გაერთიანების გზით.

სამიზნე ჯგუფი

გორელ ფოტოგრაფთა კლუბის სამიზნე ჯგუფი არის ქალაქ გორში მცხოვრები ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები. შესაბამისად ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები ამ სამიზნე ჯგუფის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბის საქმიანობების ძირითადი მიმართულებებია:

ა)ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია და  დაინტერესებულ პირთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;

ბ) ხელოვნების სხვა დარგების პოპულარიაზაცია და ხელშეწყობა;

გ) კონკურსებსა და გამოფენების მოწყობა;

დ) სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და ვორქშოპების ორგანიზება;

ე) თანამშრომლობა მსგავსი საქმიანობის მქონე ორგანიზაციებთან;