ხვედელას ეკლესია - წედისი

ხვედელას ეკლესია - წედისი

  • სოფელი
    წედისი
  • თარიღი
    გვიანდელი ფეოდალური ხანა
  • ზომა
    6,4 X 4,5 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/Ujxd1ehRQpKiDe9g6

მდებარეობს სოფელში, საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით, გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდში, სხვადასხვა სიმაღლეზე, სწორკუთხა ნიშებია. ორი — ჩრდილოეთ მხარეს, ერთი — სამხრეთით. ერთი სარკმელი დასავლეთ კედლის შუაშიცაა. დარბაზის კამარა წყვილ კრონშტეინზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. ჩრდილოეთით, სარკმლის გასწვრივ დიდი ნიშია