ღვინიაანთ საყდარი - ხიდისთავი

ღვინიაანთ საყდარი - ხიდისთავი

  • სოფელი
    ხიდისთავი
  • თარიღი
    გვიანდელი ფეოდალური ხანა
  • ზომა
    10,8 X 7,7 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/Cj5cGHE8GBDBMYpH9

ღვინიანთ საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავიდან აღმოსავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, ღვინიანთეულებში. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.
აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ნახევრად დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. თითო სარკმელი ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით.