ბარბარეს სახელობის ეკლესია ატენი

 ბარბარეს სახელობის ეკლესია ატენი

  • სოფელი
    გარდატენი
  • თარიღი
    განვითარებული ფეოდალური ხანა
  • ზომა
    5,7 × 4,2 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/RPPQqPTza5mnpdr48

წმინდა ბარბარეს ეკლესია – დგას მაღალ მთაზე სოფელ ატენის უბნებს"ჯებირსა" და "გარდატენს" შორის.. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,7 X 4,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. იყო ძლიერ დაზიანებული: მთლიანად ჩანგრეული კამარა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნალისებრ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელი და ორი ასეთივე ნიშია. სამხრეთ კედელშიც სწორკუთხა სარკმელია.
ამჟამად ეკლესია რესტავრირებულია.