ფხვენისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ფხვენისის კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

  • სოფელი
    ფხვენისი
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/PR5gLNQbk7cddQM18
  • თარიღი
    1835 წელი
  • ზომა
    9 X 5 მ

ეკლესია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის ცენტრში. სამხრეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესიის მშენებლობა დასრულებულა 1835 წლის 15 მაისს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას ოთხსვეტიანი სამრეკლო.