ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია

ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია

  • სოფელი
    ფხვენისი
  • თარიღი
    გვიანდელი ფეოდალური ხანა
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • ზომა
    8,1 X 5,3 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/RHV6z9xJeHA6kk1n6

ეკლესია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის აღმოსავლეთით, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში — ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა „ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე“. სახურავი ორფერდაა. გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით ქვისგან გამოთლილი ცხვრის თავი.