წედისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

წედისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

  • სოფელი
    წედისი
  • თარიღი
    გვიანდელი ფეოდალური ხანა
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • ზომა
    7,4 X 5,2 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/tFXY6vvYd3kRqfFB6

ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით (წყობა ირეგულარულია). არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე მხრით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა, ბრტყელი ქვით გადახურული ღრმა ნიშებია. ეკლესიის კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში ერთო სწორკუთხა სარკმელია.