ყელქცეულის წმინდა გიორგის ეკლესია

ყელქცეულის წმინდა გიორგის ეკლესია

  • სოფელი
    ყელქცეული
  • თარიღი
    XVIII-XIX საუკუნე
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • ზომა
    13 X 7,6 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/3bTvhL3HH442DXFT6

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის ქვემო უბანში მდებარეობს. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. კონქში რვა სარეზონატორო ქვევრია ჩატანებული. ხის კანკელზე შემორჩენილია XIX საუკუნის მხატვრობა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი, ჩრდილოეთისაში - სამი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. დასავლეთ კედელზე მიშენებულია აგურის სამსართულიანი სამრეკლო.