
პროექტის განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბი.
პროექტის ფარგლებში მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია და კატალოგიზაცია
კოშკი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფხვენისის შესასვლელში მდებარეობს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
კოშკი ცილინდრულია, ორსართულიანი. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. შიგნიდან შელესილია. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთით, პირველ სართულზე აქვს. კარის ორივე მხარეს თითო ორმაგი სათოფურია. ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებულია ოთხკუთხა ბუხარი, რომლის გვერდებზე ორმაგი სათოფურებია. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულის აღმოსავლეთით ერთი ერთმაგი, დანარჩენ სამ მხარეს კი თითო ორმაგი სათოფური აქვს. ყველა სათოფური თახჩიანია. ნაგებობას შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი. შენობის გადახურვა გუმბათოვანია, ნაწყობია კვადრატული აგურით.