მარიამწმინდა

მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (ზემო ბოშური)

  • სოფელი
    ზემო ბოშური
  • თარიღი
    V-VII
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • ზომა
    10,5 X 7,5 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/MwcFU45MQvpgL6BQ8

დიდი ზომის ეკლესია დარბაზულია სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. ეკლესიის ინტერიერი მოხატული იყო. აფსიდზე შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები. ფრესკები XII ს-ისაა. შიდა სივრცე აზიდულია. სამხრეთის მინაშენი დანგრეულია. ჩრდილო მინაშენი ორი ნაწილისგან შედგება: აღმოსავლეთის - შედარებით მცირე სათავსია სწორკუთხა კედლითა და მასში გაჭრილი სარკმლით, ხოლო დასავლეთის - საძვალეს წარმოადგენს. დასავლეთ ფასდზე, ფრონტონის კეხზე ორნამენტებია. ეკლესიას გადანაკეცებიანი კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიას ჩრდილო_აღმოსავლეთის მხრიდან მიდგმული აქვს შედარებით მცირე, დარბაზული ეკლესია. ხელოვნების მუზეუმში დაცულია ეკლესიიდან წაღებული XV ს-ის ხის კანკელი.