
პროექტის განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბი.
პროექტის ფარგლებში მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია და კატალოგიზაცია
goriphotographers@gmail.com
კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის მოშორებით დგას, ადგილზე, რომელსაც გალავნებს ეძახიან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
კოშკი ცილინდრულია, ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია პირველი სართული. კოშკში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის მახარესაა. მის დასავლეთით ღრმა, თაღოვანი თახჩაა, ხოლო აღმოსავლეთით, კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ერთმაგი და ორმაგი თახჩიანი სათოფურებია. კოშკი შიგნიდან შელესილია. პირველი სართულის გადახურვა გუმბათოვანი იყო.