ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესია

ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესია

  • სოფელი
    ბობნევი
  • თარიღი
    გვიანდელი ფეოდალური ხანა
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • ზომა
    5,25 × 3,4 მ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/tdEQKmSvm2PBcwjt6

ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის სამხრეთით, მთის შევაკებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,25 × 3,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ღრმა აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში სამი პატარა ნიშია (ორი ნიში შეწყვილებულია). აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შირიმის იმპოსტებია. ეკლესიის ეზოს შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი სამხრეთ კედლის სიმაღლე 2,5–3 მეტრამდეა. ამ კედელში დატანებულია ოთხკუთხა ნიშები.