ბნავისის გზის სამხრეთით ბორცვზე დგას მე–19 საუკუნის სამების სახ.ეკლესია. ნაშენია ფლეთილი ქვით და ქართული აგურით.
ინტერიერი: აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა ცენტრში სწორკუთხა ფორმის დიდი სარკმლით, სარკმლის დაბლა აგურის თაღიანი ნიში იყო, მოგვიანებით ამოქოლილია. აფსიდის გვერდებზე დიდი სწორკუთხა ნიშებია. გრძივი კედლების შუაში პილასტრებია, სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში კარის ღიობია აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა დიდი სარკმელია, ასეთივეა დასავლეთ კედელში. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე, იატაკი განიერი ქვის ფილებითაა მოგებული. კამარა და კონქი ხის კონსტრუქციებისა იყო, ინტერიერის კედლები გაჯით იყო გალესილი.
ფასადების ზედა ნაწილი დანგრეულია, დასავლეთი ფასადი გარღვეულია შუაში.
სამწუხაროდ ეკლესია დღემდე სტატუსის გარეშეა.