
პროექტის განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბი.
პროექტის ფარგლებში მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია და კატალოგიზაცია
goriphotographers@gmail.com
ბიისის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში, ამაღლებულ ბორცვზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნალისებრ აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. აფსიდის ცენტრში დგას სატრაპეზო ქვა.
ამჟამად რესტავრირებულია.