ატენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია

ატენის წმინდა ნინოს სახელობის  ეკლესია

  • სოფელი
    ატენი
  • თარიღი
    V-VI საუკუნე
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
    დიახ
  • მიმართულება
    https://goo.gl/maps/FQcEk7kyjfe9VTu59

ატენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ატენში მდებარეობს, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, სულ 150 მეტრის დაშორებით, თრიალეთიდან შიდა ქართლში მიმავალი გზის პირას. ორი, ერთმანეთზე მიდგმული, მომცრო ეკლესია ქვიშაქვის კვადრებითაა ნაგები. სამხრეთით მდებარე საყდარი V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება, ჩრდილოეთისა კი - გვიანი შუასაუკუნეებით. სამხრეთის ეკლესიის სიძველეზე მეტყველებს მის ქვეშ მოწყობილი კრიპტა და სამხრეთ კედელში გაკეთებული მოზრდილი ღიობი.