
პროექტის განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბი.
პროექტის ფარგლებში მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია და კატალოგიზაცია
არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ არაშენდის განაპირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი, დაზიანებულია შენობის კედლები, ლავგარდანი ნაწილობრივ ჩამონგრეულია, კრამიტი ჩამოცვენილია. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლრთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნით შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.