
პროექტის განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბი.
პროექტის ფარგლებში მოხდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოფიქსაცია და კატალოგიზაცია
goriphotographers@gmail.com
არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლის ვაკეზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის განაპირას, გორიდან 2 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბექობზე. თარიღდება XVIII საუკუნის ბოლო პერიოდით. კოშკი ცილინდრულია, ნაგებია რიყის ქვით ქვით. კედლების შიდა პირზე ზოგან გამოყენებულია აგურიც. აგური გასდევს ზოლებად ფასადებსაც. კოშკს შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. მეორე სართულის კედლების ფრაგმენტებში, კარის გარდა, ერთი სარკმელი და რამდენიმე სათოფური ჩანს. მესამე სართულის შემორჩენილ ნაწილში მხოლოდ ორი სათოფურია. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია.